პოლონური Gembiak-Mikstacki ქუთაისში ქარხნის მშენებლობაში სოლიდურ ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (BPI) – პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

კომპანია ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას განიხილავს. 

პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის DOING BUSINESS IN GEORGIA ფარგლებში დეტალებზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით პოზნანში გაიმართა. ფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პოლონურ კომპანიებთან.

შემთხვევითი სიახლე

“კულა” ქართველების დაწუნებულ საწებელს ექსპორტზე უშვებს

თბილისი (BPI) –  ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ …