პირველად საქართველოში – eSIM მაგთისგან

თბილისი (BPI) – კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან – eSIM (Embedded SIM) სპეციალური მიკროჩიპია, რომელიც ჩაშენებულია მოწყობილობაში და კლასიკური SIM ბარათის ფუნქციას ასრულებს.

ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.

არსებული ნომრისთვის eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან  www.MyMagti.com. ასევე მომსახურების ნებისმიერ ოფისში.

ახალი ნომრით eSIM-ის გააქტიურება კი ხდება მაგთის ოფისებში, ერთჯერადი QR კოდის საშუალებით.

eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს:
– iPhone XR
– iPhone XS
– iPhone XS MAX
– iPhone 11
– iPhone 11 Pro Max
– iPhone 11 Pro
eSIM-ის მხარდაჭერა  შესაძლოა ჰქონდეს სხვა მოდელებსაც,
თუმცა ამის დაზუსტება კონკრეტული მოდელის მწარმოებელთან იქნება საჭირო.

eSIM-ის დანერგვას ყოველდღიურობაში შემოაქვს მახასიათებლები, რომლებსაც მობილური კავშირგაბმულობის ეკოსისტემის მონაწილეთა უმეტესობა დადებითად აფასებს. მაგთიკომი, ტრადიციულად, მსოფლიოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს პირველი სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისის კაპიტალიზაცია £708 მლნ-ს აღემატება

თბილისი (BPI) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები, სასესიო კვირას …