ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

თბილისი (BPI) – ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe – ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი – არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო ახალაია – Marketer.ge-ს დამფუძნებელი და ბექა გუჯეჯიანი – ნიკა გუჯეჯიანის ძმა. ჟიურიმ გამარჯვებული კონკურსში მონაწილე 18 კანდიდატს შორის შეარჩია.

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ MASE-ში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology და ასევე კრეატიული ნამუშევარი თემაზე: Beauty of Georgia.

„ნიკას სურვილი იყო მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში, სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. შედეგად, ყოველწლიურად 1 ნიჭიერ ადამიანს უკვე აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს MASE-ში სრული დაფინანსებით. გვინდოდა ეს შესაძლებლობა მართლაც განსაკუთრებული და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა, რადგან განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School EU-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

“ვალის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო – 60%-იანი ზღვარი არის სსფ-ს სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი”

„პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა …