ნიდერლანდური H.I.P. Trade-ი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში 30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – ნიდერლანდური კომპანიის H.I.P. Trade-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია “გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.

პროექტის ღირებულება 30 მლნ ლარზე მეტია, დასაქმდება 500-მდე ადამიანი.

წარმოების პროცესში შეიქმნება პოლიმერული გრანულები, რომლის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონზე პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

კომპანია ასევე გეგმავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.

შემთხვევითი სიახლე

BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

თბილისი (BPI) – ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო …