ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.  უფრო კონკრეტულად, დღეისთვის სისტემაში ჩართულია 911 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 52 მეგავატს შეადგენს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ,  “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 267 ელექტროსადგური;  “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში – 644 ელექტროსადგური.

რაც შეეხება დადგმულ სიმძლავრეებს კატეგორიების მიხედვით. სემეკის ინფორმაციით, “ენერგო პრო ჯორჯიასა” და “თელასი” გამანაწილებელ ქსელებში ჯამში საყოფაცხოვრებო მიმართულებით 535 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 5,535  მეგავატს შეადგენს. არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით კი ჯამში ამ ორი კომპანიიდან ოპერირებს 376 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 46,407 მეგავატს შეადგენს.

მიმდინარე წლის მონაცემები ასევე გვიჩვენებს, რომ “ენერგო პრო ჯორჯიას” დადგმული სიმძლავრე ჯამში 31,253 მეგავატია, ხოლო “თელასის” დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი 20,693 მეგავატს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომპანია “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს …