ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

თბილისი (BPI) – თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

9 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და მწერლის – ნანა ექვთიმიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის – „გრძელი ნათელი დღეები – აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი ცნობილია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი უკვე ცნობილია და ის გუგა ბურდულია. გუგა …