ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

13-14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც   ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან.

ნათია თურნავა, აზერბაინელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.

ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო – სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე შეხვდება აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნავიევს.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …