მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4,1%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი ინდექსი 4.1%-ით გაიზარდა.

წინა თვესთან შედარებით ფასები 12%-ით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -1.43%-ული პუნქტით იმოქმედა. ფასების 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.51%-ული პუნქტით განისაზღვრა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (5.1%). 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.02%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (22.%);

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22%-ული პუნქტით აისახა;

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 10.2%-იანი კლება, რამაც -1.18%-ული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

შემთხვევითი სიახლე

რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის მეწარამეობის ახალი პროგრამა იწყება

თბილისი (BPI) – USAID YES-Georgia Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლს იწყებს. …