მუცოსთვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭებას მნიშვნელოვანმია

თბილისი (BPI) – ევროკომისიიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა, – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო  განადგურების პირას იყო და შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენ ევროპელებს ვაჩვენეთ, რომ საქართველოში არის უნიკალური, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, სოფელი მუცო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მუცოს გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანა“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სებასტიან მოლინესი: საქართველოს რეფორმების პროგრამა შთამბეჭდავია

თბილისი (BPI) – შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს, – განაცხადა …