მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს.

საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.

„სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება. რადგან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ შევაყოვნოთ მძღოლები. ამიტომ, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. 10 დღე დაჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას და დაახლოებით 900 ათასი ლარია პროექტის ღირებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო ბანკს საქართველოში $4,3 მლრდ აქვს ინვესტირებული – რეფორმების მხარდაჭერა გრძელდება

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს მდგრად განვითარებასა და რეფორმების პროცესში კვლავ დაუჭიროს მხარი. …