მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეუმცირა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზრდის ეს ტემპი დამაკმაყოფილებელია იმ ფონზე, რომ საქართველოს რუსეთმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა დაუწესა. ბანკმა შეამცირა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ასევე 0.5%-ით – 4.5%-მდე.

 ბანკი აღნიშნავს, რომ ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2019 წელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, კერძოდ კი 2%-ზე რისი მიზეზიც რუსეთსა და თურქეთში შემცირებული ზრდის ტემპია. 2020 წელს კი WB რეგიონში ზრდის 2.6%-მდე დაჩქარებას ელის.

gbc

შემთხვევითი სიახლე

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

თბილისი (BPI) – ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და …