მსოფლიო ბანკი ფულადი გზავნილების გლობალურ ვარდნას ელის

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი 2020 წელს ფულადი გზავნილების დაახლოებით 20%-ით ვარდნას ელის.

ბანკი პროგნოზში აღნიშნავს, უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით იქნება განპირობებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7%-ით 445 მლრდ. აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს.

„ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა განვითარებადი ქვეყნებისთვის. COVID-19 -ით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური რეცესია უარყოფითად მოქმედებს შინ ფულის გაგზავნის შესაძლებლობაზე და კიდევ უფრო ახანგრძლივებს განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო დროს,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

მისივე თქმით, ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. “ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და უღარიბესი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად,“ – აღნიშნავს მალპასი

ბანკი მუშაობს დიდი ოცეულის (G20) და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან გზავნილების ხარჯების შესამცირებლად და ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური ჩართულობის ასამაღლებლად.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …