მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” ათეული ცნობილია

თბილისი (BPI) – პორტალმა Airlineratings.com-მა 2019 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” რეიტინგი შეადგინა. ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-10-ში შესული ავიაკომპანიებიდანსაქართველოში მხოლოდ ერთ ოპერირებს.

Airlineratings-მა რეიტინგი, საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ავიაკომპანიების უსაფრთხოების მკაცრი აუდიტის შედეგების მიხედვით შეადგინა.

airlineratings.com ავიასფეროში ერთ-ერთ წამყვანი რეიტინგების პორტალია. ის მსოფლიოს 435 კომპანიის შესახებ აქვეყნებს რეიტინგს, ამავდროულად ის მომხმარებელსა და დაინტერესებულ პირებს ავიაპროდუქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია ავიამოგზაურობების შესახებ ინფორმაციის მოძიება. როგორც ამბობენ ეს ერთგვარი one-stop-shop-ია, სადაც ყველანაირი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ავიაკომპანიებისა და ავიაციის შესახებ, მათ შორის მოგზაურთათვის საინტერესო დეტალებიც. airlineratings.com-ის სისტემის მიხედვით კომპანიებისთვის უმაღლესი შეფასების სისტემა 7 ვარსკვლავია, საიტის ექსპერტებს კი მონაცემები თითქმის ყველა ავიაკომპანიაზე აქვთ და ამასთანავე მათ შესახებ შესაბამისი ანალიზიც გაკეთებული.

მაშ ასე, ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” TOP-10 ასე გამოიყურება:
Flybe
Frontier
HK Express
Jetblue
Jetstar Australia/Asia
Thomas Cook
Volaris
Vueling
Westjet
Wizz Air.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …