მინისტრი ტელევიზიებს მიმდინარე დავალიანების გასტუმრებას სთხოვს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა რუსთავი 2-ს, TV იმედის და სხვა კომპანიების მიერ მიმდინარე დავალიანების გასტუმრების ვალლდებულებაზე განაცხადა, რაც სახელმძღვანელო გახდება შესაძლო რესტრუქტურიზებისთვის.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა , ვალის დაგროვების და ჩამოწერის უნდა დასრულდეს.

„მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს”, -მინისტრს არ დაუკონკრეტებია ზაფხულში რატომ დადგა ეს დრო. მინისტრი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ტელევიზიების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ყველა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ მანკიერი პრაქტიკა დავალიანებების დაგროვების, არის გასასწორებელი.

“ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტეოლევიზიას არ გადახდილი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება,”-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ფინანსთა მინისტრი დავალიანების ნაწილის ჩამოწერა არ გამორიცხავს. რუსთავი 2-ს 27 მლნ ედავებიან, TV იმედი – 19 მლნ, მაესტრო -8 მლნ.

შემთხვევითი სიახლე

ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის …