მინისტრი: საბაჟო სერვისების 100% გადამხდელს ელექტრონული წესით მიეწოდება

თბილისი (BPI) – საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს.

„სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციას“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

შემთხვევითი სიახლე

საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს. …