მიმდინარე წელს დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი – ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით, შემუშავდა რეფორმის სტრატეგია. ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის კოდექსი.

„მიმდინარე წელს გაგრძელდება სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაცია, დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი. ფინანსთა სამინისტროში დაიწყება სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციების დანერგვა. სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, მოვამზადებთ და საშემოდგომო სესიაზე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …