მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს

თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი – იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს. პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებს. ის გარდა არსებული ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნებისა, სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს.

სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა  ტურისტული პოტენციალის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში კვლევები და ტრენინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეებს სერტიფიკატები, მყარ დისკზე ჩაწერილი სატრენინგო მასალები და სოფლის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო ბუკლეტები გადაეცათ

შემთხვევითი სიახლე

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაციით,  საქართველო იმ ქვეყნების  ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის …