მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78,15 მლნ 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.15%-ით, მაქსიმალური 10.5%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.235%-ით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 10.25%-ს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში – დავითაშვილი

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 …