მეტროს ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია მეტროს ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას გეგმავს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 15 მლნ დოლარით დაააფინანსებს. მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება უკვე მიმდინარეობს.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა,  მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს“, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …