მედიას აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტში გადაადგილება შეეზღუდება

თბილისი (BPI) – შსს კორონავირუსის პრევენციისთვის კონტროლს ამკაცრებს. მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია) ვიზიტორებზე.  რისკ ჯგუფშია საქართველოს და მე-3 ქვეყნის ის მოქალაქე, რომელიც  იდენტიფიცირებულია – 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

მგზავრების მოწმდდება  სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ, თბილისის,  ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში. სადაც მუდმივად პატრულირებს სამედიცინო პერსონალი.

სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში  მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირებისას იძახება სამედიცინო ბრიგადა. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება ჟურნალისტებსაც შეეზღუდება.

საქართველოს საზღვარს 24/7 რეჟიმში  30  000 მდე მოქალაქე კვეთს და რისკ ჯგუფის წევრების გარდა სხვებს სამედიცინო შემოწმება არ უტარდება.

შემთხვევითი სიახლე

BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

თბილისი (BPI) – ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო …