მარტში ბანკებმა სასესხო პორტფელი 3.37 მლრდ-ით გაზარდეს

თბილისი (BPI) – ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა. 1 აპრილისთვის ბანკების სასესხო პორტფელი 34.99 მლრდ ლარია.

სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით), უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) არის გაზრდილი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი).
2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა.
1 აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22% შეადგინა. 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი …