მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის, დაახლოებით, 50%-ს იკავებს.

პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარნეულის კომპოსტირების საწარმოს თანამშრომლობით.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის  და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

პილოტური პროექტის ფარგლებში, დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. ამავე დროს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.

შემთხვევითი სიახლე

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – მაისიდან, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი …