მამუკა ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ხაზარაძე ამ საკითხზე აპელირებას მასსა და მის პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აფასებს.

„არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, – აღნიშნავს ხაზარაძე და ამბობს, რომ უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.

რაც შეეხება შეკითხვას, “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …