მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების 62%-იანი აღდგენა გვაქვს, რაც წინა თვეს 10%-ით აღემატება – მედეა ჯანიაშვილი

ტურიზმის აღდგენის მაისის თვის დინამიკას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.  მედეა ჯანიაშვილის განცხადებით იანვარი-მაისის პერიოდში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მიზნობრივ ბაზრებზე და ვახორციელებთ არაერთ პროექტებს, პრეს-ტურებს, ინფო-ტურებს, ვმასპინძლობთ ტურ-ოპერატორებს. ახლა შევდივართ ძალიან აქტიურ ტურისტულ ფაზაში, შედეგად მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების წილში, უკვე გვაქვს 62%-იანი აღდგენა, რაც წინა თვეს აღემატება  10%-ით. ვფიქრობ ძალიან პოზიტიური შედეგია და ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს და ამ სეზონს ძალიან კარგი შედეგებით დავხურავთ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით  +257.8%-ია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.

2022 წლის 5 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …