მაია ცქიტიშვილი: ასურეთის რეაბილიტაცია ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს

თბილისი (BPI) – ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია მთავრობას 6 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება.

შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს.

“ქართულ-გერმანული ურთიერთობის, მეგობრობის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ დასახლებამ უკვე შეიძინა თავისი ადგილი ტურისტულ მარშუტებში, განსაკუთრებით კი იმ ტურისტებს შორის, რომლებიც გერმანიიდან ჩამოდიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასურეთს დაუბრუნებს არა მარტო სილამაზეს, არამედ ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს და კერძო სექტორის დაინტერესებასაც გამოიწვევს,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების დაათვალიერების დროს

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …