ლუდი Corona კორონავირუსით მიყენებულ დანაკარგებს ითვლის

ლუდი Corona-ს მწარმოებელი კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე კვარტლის წინაშე დგას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კომპანიამ 170 მლნ დოლარი იზარალა. სწორედ იმ დროს, როდესაც Anheuser-Busch In Bev ჩინური ახალი წლის გამო გაყიდვების ზრდას ელოდა.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მიღებული ზარალი ჩინეთში არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. კერძოდ, იმ ფაქტმა, რომ ვირუსის გავრცელების გამო მოქალაქეები გადაადგილებისგან თავს იკავებენ, არ დადიან რესტორნებში, ბარებსა, თუ ღამის კლუბებში.

Anheuser-Busch In Bev-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოცემა CNBC-თან აღნიშნა, რომ მათი ბიზნესი ბიზნესი რესტორნების, ღამის კლუბებისა, თუ ბარების გაყიდვებს ეფუძნება.

“მოქალაქეები კორონას ყიდულობდნენ მაშინ, როდესაც უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის გატარება სურდათ. ახლა ეს ყველაფერი რიგზე აღარაა. მდგომარეობის გამოსწორებას მაშინ ველოდებით, როდესაც ჩინეთში კორონა ვირუსის გამო ასეთი ვითარება აღარ იქნება.“

ცნობისთვის, კომპანია Anheuser-Busch In Bev- ს აქვს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის ბრენდები, მათ შორის Budweiser, Stella Artois, Beck’s and Corona.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

თიბისი დაზღვევის სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა – ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ …