ლისის ტბისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას 7 თვე დასჭირდება

თბილისი (BPI) – ლისის ტბისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება.

პროექტირების შემდეგ გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ბიუჯეტი 15 მმლნ ლარი დაჯდება, გზის მშნებლობას 7 თვე დასჭირდება

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, ასევე, გარე განათების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …