ლიბერთიში კიკორია თვეში $12 500-ს აიღებს

თბილისი (BPI) – ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის მურთაზ კიკორიას ანაზღაურება 12 500 დოლარით განისაზღვრა.

სებ-ის ექსზედამხედველი და BOG-ის ექსმმართველი ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად ცოტა ხნის წინ შევიდა.

კიკორიამ სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობა 2018 წლის ბოლოს საკუთარი სურვილით დატოვა. მანამდე კი ის „საქართველოს ბანკის“ CEO იყო (2015-2016 წლებში).

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …