ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბოსლუტურად გამჭვივირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე – ვაჟა მენაბდე

,,არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი – საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით” –  გადაცემა ,,ბიზნეს კურიერის” ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან

საქართველოში ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ დღემდე არ იცის, რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაბალია ფინანსური განათლების დონეც.

ამ ნოყიერ ნიადაგს კი ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და პოპულისტური დაპირებებით ხან პროცენტის შემცირებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს და ხან პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას.

არცერთი დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოვფინეთ ნათელი ე.წ. საპენსიო სესხების საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკოსებისთვის საყვარელ თემად იქცა.

– პირველ რიგში, მინდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელებს, რატომ არის ხოლმე სესხის პროცენტი ისეთი, როგორიც არის და კონკრეტულად „ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანებისთვის რატომ გამოდის ისეთი, როგორიც არის…

– არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას ექვემდებარება და ყველა წესის დაცვით გადის, როგორც სხვა სამომხმარებლო სესხი. ეს არის ჩვეულებრივ შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხი.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

რესურსის ღირებულება, რასაც ბანკები თავის მხრივ სესხულობენ დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის მოზიდვის სახით.

შემდეგ ეს არის რისკის ფასი, რამდენია დანაკარგი ასეთ პორტფელზე,

შემდეგია დისტრიბუციის ხარჯი, ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება ხელფასების სახით.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უფრო მცირე ზომის არის სესხი, მით უფრო დიდია მისი დისტრიბუციის ფასი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საშუალო სესხის თანხა ამ ტიპის კრედიტებზე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, 1000 ლარის ფარგლებშია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შესაბამისად დროის დანახარჯი, ან სხვა ტიპის დანახარჯი იგივეა საჭირო, რაც 20 ათასიანი ლარის სესხის გაცემაზე.

ანუ 1000 ლარიანი სესხის გაცემა ჯდება იგივე, რაც 20 ათას ლარიანი სესხის გაცემა.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, მაღალი ფასია, თუ დაბალი, აქ მთავარი კითხვაა, ბაზართან გაცილებით დიდია, თუ მიახლოებულია. ანუ საბაზრო ფასთან მიახლოებულია თუ არა.  ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ფასები არათუ საბაზრო, არამედ ამ ტიპისა და მოცულობის თანხებში, საბაზროზე დაბალია.

– ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებმა ახსენეს დივერსიფიცირება და სხვადასხვა ბანკში სესხის აღების შესაძლებლობა… არ მინდა, ჩვენს მსმენელებსა და მკითხველს შეექმნათ არასწორი წარმოდგენა, თითქოს სხვა ბანკში მივლენ და პენსიონერს ვინმე უფრო დაბალ პროცენტში მისცემს სამომხმარებლო სესხს.

– ამაზე კითხვა მაქვს ასეთი, დღეს რა ფასში გაიცემა სხვა ბანკებში 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი?
და მე ამაზე პასუხიც მაქვს – ეს პროცენტია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საპროცენტო განაკვეთები.

ეფექტური განაკვეთი 40%-ზე მაღალია ხშირ შემთხვევაში და მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ნომინალურმა საპროცენტო განაკვეთმა, რაც კონტრაქტში წერია. იქ შეიძლება, 18, 24, ან 20 % ეწეროს, მაგრამ ასევე არსებობს გაცემის საკომისიოები, როდესაც მას დავაჯამებთ ეფექტიანად, სესხის ხარჯი ხომ მთლიანი ხარჯისგან შედგება და არა საკონტრაქტო განაკვეთისგან, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებთ და ამის ფაქტებიც არის და სტატისტიკაც, რომ 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხების ფარგლებში ფასები ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე დღევანდელი „ლიბერთის” განაკვეთები.

ჩვენი განაკვეთი გამჭვირვალეა. აქ არ არის არანაირი ფარული საკომისიოები, განაკვეთი, კონტრაქტში რაც წერია, ყოველთვის არის მომხმარებლის ხარჯი და ამაში სიცოცხლის დაზღვევის ხარჯიც შეტანილია. მოგეხსენებათ, მაღალი ასაკის ჩვენ მოქალაქეებს, სამწუხაროდ, არც ერთი ბანკი არ სთავაზობს სიცოცხლის დაზღვევას.

– ამაზე მინდოდა, მეკითხა.. დაზღვევის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად აძვირებს სესხს, არის სიცოცხლის დაზღვევა. ხანდაზმული ადამიანების დაზღვევა საერთოდ არ არსებობს ფაქტობრივად ბაზარზე, ან იმდენად ძვირი შეიძლება იყოს, რომ აზრი აღარ ჰქონდეს ასეთ დაზღვევას.
ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამას ხელი მოჰკიდონ, ან ხომ არ შეიძლება, რომ მთავრობის ჩართულობითა და კერძო სტრუქტურების ერთმანეთში მოლაპარაკების გზით, მივიდეთ საკითხის გადაწყვეტამდე.
თუ გქონიათ, ამის მცდელობა და საუბარი ამ თემებზე?

– სადაზღვევოსთან გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ხანდაზმულებს იმიტომ არ აზღვევს არავინ, რომ ეს საკმაოდ ძვირია, რისკი ასაკთან ერთად საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი მომხმარებლისთვის, რომ შეგვეთავაზებინა.

ვერავინ სთავაზობს ასაკოვან მოქალაქეებს, სიცოცხლის დაზღვევას სესხის გაცემის მომენტში, ამიტომ ჩვენ ეს სესხის ფასში გვაქვს გათვალისწინებული და თუ ღმერთმა დაიფაროს და ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ მისი ოჯახის წევრებს არ ვთხოვთ სესხის გადახდას, ანუ ჩამოწერას ვახდენთ ხოლმე ამ სესხის.

შესაბამისად პირდაპირ დაზღვევას ვერ დავარქმევთ, მაგრამ საბოლოო შედეგით იგივე გამოდის. ანუ ფაქტობრივად გარდაცვალების რისკის ფასი, ჩადებულია, ამ სესხის თანხაში. მთლიანობაში ფაქტი ამასაც მოიცავს და ამის მიუხედავად ჩვენი ფასი მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ანალოგიური კრედიტები სხვა ბანკებში.

– დაპირებები ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან, ხან სესხის პროცენტს ანახევრებენ და პრობლემებს უგვარებენ და იპოთეკით დაზარალებულების თემაც გვახსოვს, არჩევნების წინ ხშირად ხდება ხოლმე აქტუალური. სამწუხაროდ ხშირად ეს სრულდება უშედეგოდ. თუმცა ამით ზარალდება კერძო სექტორი და მომხმარებლები.

რა თქმა უნდა, ბანკის საქმე სულაც არაა პოლიტიკურ ბატალიებში შესვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნოყიერ ნიადაგს, ხშირად აქტიურად იყენებენ.
ალბათ პოლიტიკოსებს პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით მართებთ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ განცხადებებს, უფრო მეტი პასუხისმგებლიანობით მოეკიდონ, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ, გვინდა, მომხმარებელს მოვემსახუროთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

თუ ვინმეს რაიმეს დაზუსტება უნდა, აინტერესებს რატომ გვაქვს ასეთი ფასი და ის მაღალია თუ დაბალი, აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს პასუხი და ნებისმიერს შეგვიძლია მოგვმართოს. დავსხდებით და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებთ.

ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და საქმიან რეჟიმში დაგველაპარაკოს.

– თუ ჰქონდათ პოლიტიკოსებს მცდელობა, ვინც ბანკებს აკრიტიკებს, კამერების გარეშე გაერკვიათ, ამბავი.

– ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ არ გვქონია. პირდაპირ რეჟიმში არავინ მოსულა და კონსტრუქციულ რეჟიმში არავის გაუვლია ეს საკითხები.

საჯარო განხილვები და საკომიტეტო განხილვები კი გვქონდა და ასე რომ ვიღაც მოსულიყო და უბრალოდ შეხვედრა ეთხოვა და კითხვები დაესვა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ღია ვართ და მზად ვართ.

– ბოლოს მინდა გკითხოთ ახალ ტენდერთან დაკავშირებით. ეს პროცესი თითქოს ცოტა გაიწელა. პრინციპში არ გვიანდება, მაგრამ დიდი ხანია უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

რა ეტაპზეა ახლა, ჩვენ რამდენადაც ვიცით, სხვა ბანკები რეალურად დაინტერესებასაც არ აცხადებენ, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ლოჯისტიკური შესაძლებლობები, რომ ყველა პენსიონერს ყოველთვიურად მიუტანონ პენსია და არ დააგვიანონ და შესაბამისად მხოლოდ „ლიბერთი ბანკი” რჩება ერთადერთ ბანკად, ვინც ამას შეძლებს, როგორც ამას აკეთებს წინა საუკუნიდან მოყოლებული.

– ჯერ დაგვიანებული არაფერია. ერთ წელია თითქმის დარჩენილი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ შემოდგომაზე ტენდერი და ჩვენი სურვილი იყო, იმისთვის, რომ დასრულებულიყო ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მითქმა-მოთქმა.

ჩვენი ვამბობდით, თუ შეიძლება, გამოაცხადეთ გამჭვირვალე ტენდერი  და მოვიდეს, თუ ვინმეს აქვს სურვილი ეს საქმე უკეთესად აკეთოს და ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, ისევე როგორც ამ კონტრაქტის დასრულებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება.

თუ ვიღაც უკეთეს პირობებს მოიტანს, ამაში არანაირი ტრაგედია არ იქნება.  ამ საკითხის სხვა ბანკების დაინტერესების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს.

შეიძლება, ვიღაცას დაინტერესება აქვს და უნდა,  ტენდერში შემოვიდეს, რაც მეტი მსურველი იქნება და რაც მეტი ჯანსაღი კონკურენცია იქნება, მით უკეთესია ყველასთვის.

ასეთია ჩვენი პოზიცია და თუ არავინ იქნება, რა თქმა უნდა, ბევრი რამ  ტენდერის პირობებზეა დამოკიდებული და ჩვენ  დაინტერესება და სურვილი გვაქვს, გავაკეთოთ ეს საქმე, პირობების თემა მნიშვნელოვანია, ვემზადებით.

თუმცა იმისთვისაც მზად ვართ, რომ სხვა თუ უკეთეს თემას მოიტანს, გააკეთოს სხვამ. ამაში არაფერი ტრაგიკული არაფერი იქნება.
ჩვენ ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ.

ყველაფრის განვითარების ფუნდამენტი არის კონკურენცია და პირველ რიგში ბიზნესში კონკურენცია მნიშვნელოვანია.

– მნიშვნელოვანია, რომ  ნაკლები ჩარევა  იყოს კონკურენციაში და რეგულაციაში, მით უფრო ეს უკეთესი იქნება ბაზრისთვისაც და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც სარგებლობს ამ სესხებით.

 

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …