ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა

ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლებისთვის“ ჩატარდა.

კონკურსში გაიმარჯვა მწერალ ბესიკ პაპასქუას მოთხრობამ „აირწინაღი“, ლიბერთის რჩეული კი გახდა გურო დავითლიძის მოთხრობა „აჩიკო“.

მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს მეხუთე წელია ლიბერთისთან პარტნიორობით ატარებს.

წლევანდელი კონკურსის მიზანი იყო ქართველ მწერლებს დაეწერათ თანამედროვე სასკოლო ცხოვრების ამსახველი მოთხრობები, რომელიც სწორ ღირებულებებს წარმოაჩენს, ხელს შეუწყობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და ასევე, მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიის პოპულარიზაციას.
კონკურსის სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული მწერალი ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დააჯილდოვა.
„ ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალს, რომელთაც შექმნეს ეს საინტერესო ნამუშევრები, რაც მასწავლებლების როლზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომლებიც ჩვენი შვილების მომავალს ქმნიან.
ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი ხედვა სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც კონკურსი ატარებს, ეს არის განათლებული საზოგადოება, განათლებული ახალი თაობა, დაფასებული პროფესიონალები და დაფასებული გამოცდილება. კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს“,- განაცხადა ვასილ ხოდელმა.
კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალურ ნომერში.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …