ლიბერთის ბარათით Apple Pay-თ გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს

თბილისი (BPI) – დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს.

ლიბერთის ბარათების მფლობელები, აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ.

აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია. ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …