ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.
„ლიბერთისთვის საპასუხისმგებლოა მასწავლებლების და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მხარს დავუჭერთ პროფილის მიხედვით მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას და ხელს შევუწყობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ასევე, სკოლების ბაზაზე – შეიქმნება ვირტუალური და რეალური ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ სამეცნიერო, ინოვაციური პროექტები. დამატებით ამავე სივრცეში მოსწავლეები შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მიერ წარდგენილ სტრატეგიას ‘ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის’ – გვინდა შემოვიკრიბოთ ჩვენსავით ახლის მაძიებელი თანამოაზრეები და ისეთ პროექტებს გავუწიოთ მხარდაჭერა, რაც ჩვენს ფილოსოფიასთან არის ახლოს.
მითუმეტეს, თუ ეს პროექტები ემსახურება განათლებას და მომავალი თაობების განვითარებას.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში სანდო პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფა.
იმისათვის, რომ ქართულმა სკოლამ სათანადოდ უპასუხოს დღეს არსებულ გამოწვევებს, არ ჩამორჩეს თანამედროვე პროცესებს და შეძლოს მომავლის ადამიანის ჩამოყალიბება, მასწავლებელს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, ვინაიდან დღეს, ექიმებთან ერთად, სწორედ მასწავლებლები აღმოჩნდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მათი მხარდაჭერა მომავლის მხარდაჭერაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა გამორჩეულ როლს შეასრულებს ამ მხარდაჭერის პროცესში და ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტის ინიცირებასა და განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …