ლექვინაძე: ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბიზნესს პროექტების განხორციელებისთვის პერსპექტივებს უხსნის

თბილისი (BPI) – „მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე  ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე  საჯაროდ თანხმდებიან, რაც  ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის“ – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში,   რიგით მესამე – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმდინარეობას.

რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე“  სამხრეთ კავკასიაზე გამავალი აბრეშუმის გზის მარშრუტში ჩართული ქვეყნების მთავრობები და კერძო სექტორი მონაწილეობენ და ტრანსპორტთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, ენერგეტიკასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა რომელიც ხელ  უწყობს აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი პერსპექტივების დანახვას. თანამედროვე აბრეშუმის გზის ნაწილად ქცევა ზრდის თითოეული მონაწილე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შემოსავალს სატრანზიტო გადასახადის სახით, თუმცა მისი საბოლოო ეფექტი გაცილებით დიდი იქნება. სატრანზიტო დერეფანი გააჩენს რეალურ პოტენციალს, რომ საქართველო იქცეს ლოგისტიკურ ცენტრად და უფრო მარტივად დაუკავშირდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს. ეს კი, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოდან 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს უხსნის ბიზნესს,  მნიშვნელოვან წამახალისებელ ფაქტორად იქცევა ქვეყანაში წარმოების განსავითარებლად და ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად.“- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ორ დღიანი და ფორუმის ფარგლებში საქართველოს  მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 000-მდე დელეგატი სტუმრობს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …