ლელო წყალტურბოს პროექტზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის ავთვისებიანი ინვესტიცია 

თბილისი (BPI) – ლელოს ეკონომიკური გუნდი წყალტუბოს პროექტს აფასებს. ეკონომიკური გუნდის წევრი ქეთი ენუქიძე პროექტს ავთვისებიან ინვესტიციას უწოდებს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„არცერთ მეფეს ლუდოვიკო მე 14-ეს გარდა ისე წარმატებით არ უთქვამს – „სახელმწიფო ეს მე ვარ“ – როგორც ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა 21 საუკუნეში ე.წ. დამოუკიდებელ საქართველოში.

სახელმწიფომ ამ წლების განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გაეხადა კურორტი. რიგ შეთხვევებში შეიძლება დავინახოთ ხელის შეშლის დამადასტურებელი საეჭვო გარემოებები.

მხოლოდ სამი სანატორიუმის გაყიდვა და მათი მფლებელებიდან ერთის უდავო კავშირი ივანიშვილის ჯგუფთან გვაფიქრებინებს, რომ კურორტის ამ მდგომარეობმადე მიყვანა ხდებოდა მიზანმიმართულად, რათა საბოლოოდ ასეთ შედეგამდე მივსულიყავით: ივანიშვილი მოვლენოდა რეგიონს ერთადერთ მხსნელად.

ივანიშვილის ამ საქმესთან კავშირს ყველაზე ნათლად ამ კომპანიების და მათი ხელმძღვანელების წყალტუბოს პროექტში ჩართულობა ადასტურებს: უჩა გელაშვილი კომპანიით შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მიხეილ ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორი. ასევე სს „უნივერმაღ თბილისის“ და შპს „თბილისი პლაზას“ (შპს გალერია თბილისი) დირექტორი იყო, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ივანიშვილის ბიზნესინტერესებთან (შპს ჯი სი ეფ პარტნიორებთან).

მართალია, აბსოლუტურად საეჭვოა, რომ 22 სანატორიუმის და 9 აბანოს რეაბილიტირებაში ივანიშვილი ჩადებს განვითარებისათვის საკმარის ინვესტიციას, მაგრამ ხელისუფლების მთელი გუნდის ჩართულობა ამ პროექტში ადასტურებს, რომ ეს გეგმა ახალი არ უნდა იყოს და წინასწარ ყველაფერი მზადდებოდა იმისათვის, რომ ინვესტრორების წყალტუბოთი დაინტერესება არ მომხდარიყო.

ივანიშვილი არ არის ტიპიური ინვესტორი და როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მისი განზრახვა კეთილშობილი სურვილით შეფუთოს, უნდა შევახსენოთ, რომ ასეთი შეუზღუდავი გავლენის მქონე ადამიანის პოზიციიდან, როგორითაც ივანიშვილი სარგებლობს, ეს მხოლოდ ქვეყნის მიტაცების კიდევ ერთი დადასტურებაა.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …