ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებების პოზიციურ მიმდინარეობაზე აცხადებს.

მისივე თქმით, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დაფინანსების საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.

“პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფოს მხრიდანაც, ბანკების მხრიდანაც, ჩვენი მხრიდანაც არის მზაობა და კონსტრუქციული მიდგომა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ვიმედოვნებ, საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ. ყველა მხარე არის მზად დათმობებზე წასასვლელად“, – განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდა.

შემთხვევითი სიახლე

BSTDB-ისგან ბაზისბანკმა ფინანსური რესურსი მიიზიდა

თბილისი (BPI) – სტამბოლში „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ რეგიონალურ ბიზნეს ფორუმზე ბაზისბანკსა და …