ლარი მცირედით გამყარდა

30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1189 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.39 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6098 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6409 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.11 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3498 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1937 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ოქტომბერიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …