ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

21 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9277 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9340 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.63 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0925 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1687 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6002 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

“ზარაფხანა”-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა

„ზარაფხანა“-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა 2018 წლიდან დღემდე, კომპანია …