ლარი გაუფასურებას განაგრძობს

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.0307 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.58 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2477 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1842 ლარს შეადგენს,ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8175 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …