კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

თბილისი (ИЗШ) – კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს 6-კმ-იანი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება.

ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა,
ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება.

იგეგმება 20 ჰა ფართობზე ტყის აღდგენაც.

პროექტის განხორციელებაში თბილისის მერიას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაეხმარება და ორგანუიზაციასთან ამ საკითხზე მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. რამდენიმე დღეში  გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …