კურორტი „საირმე“ ევროპის სპათა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა

ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
დაჯილდოებას კურორტ საირმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
✅კონკურსში 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპა-ცენტრი მონაწილეობდა. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.
✅ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
✅კურორტი “საირმე” მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე.
“საირმე” არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …