კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემი დაინიშნება

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემი დაინიშნება.

მიმოსვლის შეთანხმებას სამმხრივი შეთანხმება სს “საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას “GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, “აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია “გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა.

“GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, ახალი რეგულარული საკონტეინერო გემი, ბათუმის პორტს, რუმინეთში კონსტანცას პორტთან უმოკლეს ვადებში  დააკავშირებს. გადაზიდვის პროცესის გამარტივებული პროცედურა, დერეფანში სატვირთო გადაზიდვის მოცულობის ზრდას  შეუწყობს ხელს. აღნიშნული მარშრუტის უპირატესობას,  საქართველოს გავლით,  ევროკავშირის ბაზართან პირდაპირი წვდომა წარმოადგენს. ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის დრო კი,  15 დღემდე შემცირდება. სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება გლობალური ეკონომიკის ზრდაზე უდიდეს როლს თამაშობს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია “GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს სარკინიგზო დერეფნის  კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “გრამპეტი“ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევროპაში. ყოველწლიურად GRAMPET-ჯგუფს  თითქმის 22 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …