კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თემაზე გამართულ ტრენინგს ესწრებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული – შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 20 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას სააგენტოს 25-მდე თანამშრომელი ესწრება. ონლაინ ფორმატში მიმდინარე ტრენინგს კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებიან.
2020 წელს საქართველოს პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის მიზანია შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვა. არსებული კანონი – ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …