კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სებ-ის პრეზიდენტმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური ტენდენციები, არსებული გამოწვევები და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მაკრო-ფინანსური პოლიტიკა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა გლობალურ გამოწვევას – ინფლაციას და ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნო ფასების ზრდის ძირითადი მიზეზები.

“როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობაა, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. ჩვენი ნაბიჯები, ბანკის მანდატის ფარგლებში, ყოველთვის საზოგადოების კეთილდღეობაზეა გათვლილი. რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა უფრო დეტალურად ავუხსნა მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგი. ბიზნეს ასოციაციის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ვხვდები, რადგან აუცილებლად მიმაჩნია მათ ჰქონდეთ სწორი მოლოდინები და გასაგები იყოს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური პროდუქტი „ქარავანი“ გამოჩნდა

„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან …