კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი.

საქმე ეხება მოწყობილობას, რომელსაც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა განკუთვნილია პარალიზებული ადამიანებისთვის.

ჩიპის მეშვეობით ისინი შეძლებენ აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები აზრის მეშვეობით. კომპანიაში თვლიან, რომ ასეთი მოწყობილობები ბევრად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებას.

ოპერაციები ჩატარდება ტორონტოს University Health Network-ში. აშშ-ში Neuralink-მა ტვინში ჩიპები ორ პაციენტს წარმატებით ჩაუსვა.

Neuralink-ი ილონ მასკმა 2016 წელს ინჟინრებთან ერთად შექმნა.

შემთხვევითი სიახლე

ღია ბანკინგის ეკოსისტემაში კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტი ერთვება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „მანი მუვერსი“ კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტია …