კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა 71 მლნ ჯდება

თბილისი (BPI) – 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩების სამასპინძლოდ თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

პროექტის ღირებულება 71 მლნ ლარია, საიდანაც 50 მლნ წლის, 21 მლნ კი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

 

შემთხვევითი სიახლე

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. COVID-19-ის …