ისანში ძველი ვაგონცისტერნა აალდა – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალის დახმარებით EBRD-მა ₾157.5 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157.5 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა. …