ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მყოფ ლიეტუველ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველო ვიზიტით მყოფ კოლეგებს – ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასის და ლიეტუვას მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, გოდა ალექსაიტეს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივ დონეზე განიხილეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების ეფექტიანი მეთოდები და სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაძლებლობები. ასევე, ლიეტუვასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მნიშვნელოვანი ქეისები. მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობის მექანიზმები, მოსალოდნელი შედეგები და გამოწვევები.

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე უცხოელ კოლეგებს – ტვინინგის ოფიციალურად გახსნის ფარგლებში მასპინძლობს, რომელიც 29 სექტემბერს, 10 საათზე, თბილისი მარიოტში გაიმართება. პროექტის მიზანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა და დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …