ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო. მათ შორის დასრულებული და მიმდინარე საქმეების, სააგენტოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების – განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული შედეგები.
💬„მოკვლევის მიმართულებით დავასრულეთ 6 საქმე, მათ შორის 4 არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, საიდანაც 3-ში დადასტურდა დარღვევა. 2 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტზე, ორივე შემთხვევაში დავადასტურდეთ დარღვევა და გაიცა შესაბამისი სანქციები. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 2 მოკვლევის საქმე – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე.
📊გარდა ამისა, მიმდინარე რეჟიმში რჩება 2 მოკვლევის ქეისი. ასევე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად, ამ ეტაპზე, სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები, კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა აღკვეთისათვის განიხილავენ 3 საქმეს.
📈📉2020-2021 წლებში, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 2 ანგარიში (საბანკო და სადაზღვევო გარანტიები, ფოთის პორტის გადაზიდვები) და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, გავეცით 14 რეკომენდაცია. კერძოდ, 1 გარე რეკლამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2 რითეილის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში და 11 ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის პროცესში.
🔎ამავე პერიოდში, დავასრულეთ 5 ბაზრის შესწავლა (რითეილი, სიგარეტის, პურ-პრიდუქტების, ავტოდაზღვევის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზარი). ამ ეტაპისათვის დაკვირვების ქვეშ რჩება ფარმაციის და საავტომობილო ბაზრის მონიტორინგები. თუმცა წლის ბოლომდე დაგეგმილია ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის დასრულება.
💡განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შევისწავლეთ სულ 16 552 კონცენტრაცია. საანგარიშო პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა და 2 განხილვის რეჟიმშია.“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯოდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას.
✔„ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების“ დასრულების ანგარიშის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის გუნდი შეხვედრებს მართავს სამთავრობო უწყებებთან, ვინც ამ პროექტით გათვალისწინებული რეფორმების, ღონისძიებების შესრულებაში იყო ჩართული.
➡️ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სოფიო მომცელიძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; მარიამ დოლიძე, პროექტის ხელმძღვანელი – უფროსი ეკონომისტი; ლიუკ ლერუ, ანგარიშის ავტორი – კონსულტანტი; ევგენი ნაიდოვი, წამყვანი ეკონომისტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში; მეჰეკ მარვაჰა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (პროექტის თანადამფინანსებელი).

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა-ზე მეურნეობა მოეწყო

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და …