ივნისის ბოლოსთვის საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2 მლნ-ს გადააჭარბებს

თბილისი (BPI) – ივნისის ბოლოსთვის საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2 მლნ-ს გადააჭარბებს. არსებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1 მლნ 914 ათას 928 მგზავრი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლომდე, ზაფხულის ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მგზავრთნაკადი 2 მლნ მგზავრს გადააჭარბებს. 2019 წლის ბოლომდე კი ქვეყნის აეროპორტებში 6 მლნ მგზავრს ელოდებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ხუთ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით 18.92%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარ-მაისში მგზავრთნაკადი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 56.47%-ითაა გაზრდილი. 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1 მლნ 223 ათას 796 მგზავრი შეადგინა, 2018 წლის იანვარ-მაისში – 1 მლნ 610 ათას 271 მგზავრი, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 1 მლნ 914 ათას 928 მგზავრი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებითვე, 2019 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 11.87%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 24.11%-ით მეტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი 68.69%-ით მეტ მგზავრს. რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს, ის 2019 წლის იანვარ-მაისში 2018 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 39.57%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ამბროლაურის აეროპორტში კი საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი16.48%-ითაა გაზრდილი, ხოლო ნატახტარის აეროდრომზე კი მგზავრთა 34%-იანი მატებაა.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …