ივანიშვილი პარაგრაფს $60 მლნ-ად ყიდის, პანორამას 30% ფასდაკლებით გაასხვისებს

თბილისი (BPI) – Entrepreneur Georgia ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, მის შეთავაზებას აქვეყნებს.

მზადაა, $60 მილიონად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც  $ 120 მილიონზე მეტია ინვესტირებული.

თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიმე ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს.

„პანორამა თბილისის“ შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში ითქვა – გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი.

ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ 8 მშენებარე სასტუმრო ერთადერთი პირობით – მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს (მაქსიმალური ვადა – 2 წელი) და დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …